მთავარისიახლეები"კიევის აჩრდილი" ცოცხალია - უკრაინა

“კიევის აჩრდილი” ცოცხალია – უკრაინა

Published on

ცოცხალია თუ არა “კიევის აჩრდილი” – ამ დროისთვის დადასტურებულად ვერავინ ამბობს. ყოველ შემთხვევაში, უკრაინულ მედიაში და ტელეგრამ-არხებზე ბოლოს ეს ლეგენდარული მფრინავი პარასკევს ახსენეს, როცა აღინიშნა, რომ “აჩრდილისთვის” ახალი შევრონი შექმნეს უკრაინელმა მხატვრებმა.

რაც შეეხება “თაიმსის” სტატიას, ფაქტია, რომ მაიორი ტერებალკა ნამდვილად დაიღუპა ოკუპანტებთან უთანასწორო საჰაერო დარბაზში, თუმცა არის ერთი ფაქტორი: მაიორი ტერებალკა არ იყო “კიევის აჩრდილი” და მისი ვინაობა დღემდე გასაიდუმლოებულია.

“კიევის აჩრდილის” დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მარტის ბოლოსაც გავრცელდა, მაგრამ ის ოლექსი არესტოვიჩმა უარყო.
ხელახლა ინფორმაციის გავრცელებას ისევ რუსულ პროპაგანდას უკავშირებენ – ამბობენ, რომ “კიევის აჩრდილი” ცოცხალია და ოკუპანტებისთვის “სიურპრიზების” მოწყობას აგრძელებს.

თავად რუსულმა სახელმწიფო არხმა კი სამი დღის წინ “კიევის აჩრდილს” გამოგონებული უწოდა, განაცხადა რა, რომ ამ დრომდე უკრაინელებს არცერთი რუსული მოიერიშე თვითმფრინავი არ ჩამოუგდიათ და რომ “აჩრდილის” მიერ 6 რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება ფეიკია.

უნდა ითქვას, რომ “კიევის აჩრდილის” დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ცნობას არ ადასტურებენ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში მებრძოლი ქართველებიც.
ასევე, არ ადასტურებენ ცნობას “აზოვის” მეთაურის დენის პროკოპენკოს დაღუპვის შესახებ, რომელიც დაახლოებით ორი კვირის წინ “რია ნოვოსტიმ” გაავრცელა.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...