მთავარისიახლეებიექიმები სააკაშვილის გამო დიპ. კორპუსს, აშშ-ის კონგრესს და ევროპის საბჭოს მიმართავენ

ექიმები სააკაშვილის გამო დიპ. კორპუსს, აშშ-ის კონგრესს და ევროპის საბჭოს მიმართავენ

Published on

ექიმთა დარგობრივი ასოციაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მეგობარი ქვეყნების მთავრობებს, დიპ. კორპუსს, ევროპის საბჭოსა და აშშ-ის კონგრესს მიმართავენ.

ერთობლივი მიმართა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე პროფესორმა ლევან მეტრეველმა წაიკითხა:

“ღრმა შეშფოთებით გაცნობებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პროგრესულად მძიმდება. მას აღენიშნება მოძრაობის ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება, მძიმე ნევროლოგიურ სინდრომთან ერთობლიობა და მუდმივი ტკივილის სინდრომი. ასევე, მკვეთრად გამოხატულია ანემია.

ბატონ სააკაშვილს 50-დღიანი შიმშილის შემდეგ, რამდენიმე კომპეტენტური კომისიის მიერ დასმული აქვს ვერნიკეს ენცეპალოპათიის დიაგნოზი. საქართველოს სახალხო დამცველის, მაღალკვალიფიციურ ექსპერტთა ჯგუფმა გამოავლინა მთელი რიგი პათოლოგიები, რომელთა მკურნალობა ვერ მოხერხდება საპატიმროში. მათ შორის: კვების დარღვევა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აბსორციის პრობლემები, ცილების მკვეთრი დეფიციტი, კუნთების ატროფია და კუნთური მასის მკვეთრი კლება, ფსიქოგენური ანორექსია.

მიუხედავად ამისა, ბატონი მიხეილ სააკაშვილის ვერ ღებულობს შესაბამის კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას. მის მკურნალობას აქვს მხოლოდ სიმპტომატური ხასიათი. ეს ყველაფერი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ პოლიტიკური პატიმარი სააკაშვილი წინასწარ განზრახვით განწირულია შემდგომი ინვალიდიზაციის და შრომისუნარიანობის მკვეთრი დაქვეითებისთვის.

პრეზიდენტ სააკაშვილს გადაუდებლად ესაჭიროება მკურნალობის და შემდგომი რეაბილიტაციის კურსის ჩატარება დასავლეთის პროფილურ კლინიკაში. მცირედი დაყოვნებაც კი, შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს მისი სიცოცხლისთვის.

უმორჩილესად გთხოვთ, გამოიყენოთ საქართველოს ხელისუფლებაზე თქვენს ხელთ არსებული ზეწოლის ყველა შესაძლო ბერკეტი, რათა წერტილი დაესვას პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას და მიეცეს მას საშუალება, მიიღოს შესაბამისი მკურნალობა ქვეყნის საზღვრებს გარეთ”, – ნათქვამია მიმართვაში.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...