მთავარისიახლეებიალიკა ცაავას პანაშვიდზე უკრაინელი გენერალი ჩამოვიდა

ალიკა ცაავას პანაშვიდზე უკრაინელი გენერალი ჩამოვიდა

Published on

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ალიკა ცაავას დაკრძალვაზე, ჯვარში უკრაინელი გენერალი ჩამოვიდა და ოჯახს მიუსამძიმრა. გენერალ-მაიორი, უკრაინის ატაშე სერგეი კრავჩუკი საგანგებოდ უკრაინიდან ჩამოვიდა.
ქართველი მებრძოლები ალიკა ცაავა და ზაზა ბიწაძე ლუგანსკში, 16 აპრილს დაიღუპნენ. ისინი აფეთქებას მაშინ ემსხვერპლნენ, როცა კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცის, არკადი კასრაძის ცხედრის გამოყვანას ცდილობდნენ.

ალიკა ცაავას ოჯახი ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილია. აფხაზეთის ომისას დაიღუპა მისი მამა. ალიკა მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომშიც.დღემდე უკრაინაში 10 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ამ დრომდე ვერ ხერხდება მარიუპლში დაღუპული ბახვა ჩიქობავას სამშობლოში გადმოსვენება

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...