მთავარისიახლეებიმთავრობა კითხვარის პირველ ნაწილს ევროკომისიას ორშაბათს გადასცემს - მეორეს ისევ ავსებენ

მთავრობა კითხვარის პირველ ნაწილს ევროკომისიას ორშაბათს გადასცემს – მეორეს ისევ ავსებენ

Published on

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დაასრულა, მეორე ნაწილზე კი ისევ აგრძელებს.

მისი თქმით, პირველ ნაწილს ევროკომისიას ორშაბათს გადასცემენ.

“კითხვარის პირველი ნაწილი მომზადდა, ყველა სახელმწიფო უწყების მხრიდან ძალიან აქტიური ჩართულობით, უზარმაზარი სამუშაო გაიწია და საქართველოს მთავრობა ორშაბათს ევროკომისიას გადასცემს კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც გადმოგვეცა დასამუშავებლად. რაც შეეხება ბოლო ნაწილს, ეს არის მოგეხსენებათ სექტორული ნაწილი, აღნიშნული კითხვარის, რომელიც უფრო ტექნიკური და სპეციფიკურია, აღნიშნულ დოკუმენტში არის დაახლოებით 2 300 კითხვა, აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობა დაწყებული აქვს ყველა უწყებას, ქვეუწყებებს, შესაბამისად, დადგენილი ვადები აღნიშნული დოკუმენტის გაზიარების ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან არის 13 მაისი და ჩვენ მაქსიმალურად შევეცედებით, რომ ბოლო ნაწილი კითხვარის რაც შეიძლება მალე, პირველ რიგში დავასრულოთ მუშაობა, შემდეგ გავუზიაროთ ევროპელ პარტნიორებს”, – თქვა დარჩიაშვილი.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...