მთავარისიახლეებირა უნდა იცოდეთ ამ დროისთვის - ომი უკრაინაში

რა უნდა იცოდეთ ამ დროისთვის – ომი უკრაინაში

Published on

უკრაინის არმიამ, დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე, გასული დღე-ღამის განმავლობაში 6 შეტევა მოიგერია, გაანადგურა 5 ტანკი, 1 საარტილერიო სისტემა, 22 ერთეული ჯავშანტექნიკა, ერთი ავტომობილი და ერთიც საზენიტო დანადგარი.

 უკრაინის საზენიტო-სარაკეტო ჯარებმა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მტრის 8 მფრინავი სამიზნე გაანადგურეს.

 ხერსონის ოლქში უკრაინელებმა ოკუპანტთა საბრძოლო მასალების საწყობი გაანადგურეს.

 ღამით აფეთქდა ხერსონის ტელეანძაც, რის შედეგეადაც შეწყდა და შემდეგ ისევ განახლდა რუსული არხების მაუწყებლობა.

 რუსი ოკუპანტები ლიმანისა და ორეხოვოს მიმართულებით უტევდნენ, ამ ორ მიმართულებაზე მათი პოზიციები გაუმჯობესებულია (სევეროდონეცკის ფრონტი).

 რუსმა ოკუპანტებმა ტერნოპოლი დაბომბეს. მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის.

 მელიტოპოლის აეროდრომზე განთავსებულია რუსული Су-25, ვერტმფრენები Ка-52 და სატრანსპორტო-საბრძოლო Ми-8.

 აფეთქებები მოსკოვში: კუსტანაისკის ქუჩაზე 7 ავტომანქანა ერთდროულად დაიწვა და აფეთქდა. მიზეზი დაუდგენელია.

 კანადის პარლამენტმა რუსეთის მოქმედებები უკრაინაში შეაფასა, როგორც გენოციდი.

 აშშ-ის დაპირებული 90-დან 45 ჰაუბიცა (155 მმ) უკვე უკრაინაშია. ასევე, უკვე გადამზადებულია მათ გამოსაყენებლად 50 უკრაინელი სამხედრო.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...