მთავარისიახლეებიმდგომარეობა დამძიმდა, რამაც, შესაძლოა, შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს- კონსილიუმის დასკვნა სააკაშვილზე

მდგომარეობა დამძიმდა, რამაც, შესაძლოა, შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს- კონსილიუმის დასკვნა სააკაშვილზე

Published on

საქართველოს სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას აქვეყნებს.

ომბუდსმენის ცნობით, ექსპერტთა ჯგუფმა ჯამში 6-ჯერ მოინახულა მიხეილ სააკაშვილი. კერძოდ, ვიზიტები განხორციელდა 2021 წლის 16 და 18 ნოემბერს – სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში, 23 ნოემბერსა და 12 დეკემბერს – სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 11 იანვარს და 22 აპრილს – N12 პენიტენციურ დაწესებულებაში.

ვიზიტებისას ჯგუფის წევრები სინჯავდნენ პაციენტ მიხეილ სააკაშვილს, ეცნობოდნენ მის სამედიცინო დოკუმენტაციას და ესაუბრებოდნენ ადგილობრივ სამედიცინო/მკურნალ პერსონალს.

22 აპრილის ვიზიტის შედეგები

ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ და თერაპევტმა (შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა) გრიგოლი ხურციძემ.

ვიზიტის შემდეგ ექსპერტთა ჯგუფმა ონლაინ დისკუსია გამართა, რომელშიც მონაწილეობა ასევე მიიღეს სხვა ექსპერტებმა, კერძოდ: გიორგი გრიგოლიამ (ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა), გიორგი კაჭარავამ (კარდიოლოგმა), გიორგი პაპიაშვილმა (კარდიოლოგ/არითმიოლოგმა), აიდა გოზალოვამ (ჰემატოლოგმა, კლინიკურმა ონკოლოგმა, ინტერნისტმა, პალიატიური მედიცინის სპეციალისტმა), ნინო ზავრაშვილმა (ენდოკრინოლოგმა).

პაციენტის მდგომარეობის ზოგადი შეფასება

ბოლო ვიზიტთან (11.01.2022) შედარებით, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნადაა გაუარესებული. პაციენტი ამჟამად არის უარყოფით კატაბოლურ მდგომარეობაში (ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს – ერთგვარი თვითმონელება). კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მიხეილ სააკაშვილს ფორმალურად შიმშილობა არ აქვს გამოცხადებული, წინა შიმშილობისგან განსხვავებით, მიმდინარეობს წონის კლება კუნთოვანი მასის (ცილის) კლების ხარჯზე. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ცილოვანი შიმშილი (მიზეზი – ანორექსია).

ძირითადი საყურადღებო საკითხები და რეკომენდაციები

იანვრის ვიზიტის შემდეგ, სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს მანკიერი წრის ჩამოყალიბება:
რეზისტენტული პოსტ-ტრავმული სტრესული დაავადება, დეპრესია და ანორექსია;
საკვების მიღების შემცირება (იღებს დღე-ღამეში საჭირო კალორიებზე გაცილებით ნაკლებს, დღიური დოზის 1/4-1/3-მდე, 8 კგ. წონის კარგვით 1 თვეში) და შერჩევითად ცილოვან პროდუქტებზე უარის თქმა – აუტანლობის მიზეზით;
ცილოვანი შიმშილის ფონზე განვითარებული გამოხატული და მნიშვნელოვანი კუნთების განლევა და სისუსტე;
ცხოვრების ხარისხისა და ფუნქციონერების ეფექტურობის მნიშვნელოვანი დაქვეითება.
“აღნიშნული სინდრომის მანკიერი წრიდან გამოსასვლელად ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოგადად – საკვების მიღების ასეთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა და კერძოდ – ცილოვანი შიმშილი – გარდაუვლად გამოიწვევს კუნთოვანი და ორგანული წონის მნიშვნელოვან კარგვას, ინფექციების მაღალ რისკსა და შინაგან ორგანოთა სისტემების მოქმედების მოშლას.

ამასთან აღსანიშნავია, რომ არ/ვერ შესრულდა სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დეკემბერ-იანვარში გაცემული რეკომენდაციები ფსიქოთერაპიისა და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით. მედიკამენტოზურმა მკურნალობამ, რომელიც ამ პერიოდის შემდეგ პაციენტს მიეწოდებოდა, შედეგი არ გამოიღო და მდგომარეობა დამძიმდა. შესაბამისად, მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობის გაგრძელება, ანალოგიურ პირობებში, დასახელებული რეკომენდაციების შეუსრულებლად, იქნება არაეფექტიანი, მომავალში კვლავ ვერ გამოიღებს დადებით შედეგებს და გამოიწვევს პაციენტის მდგომარეობის ზემოაღნიშნული ფორმით მკვეთრად დამძიმებას, რამაც, შესაძლოა, შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს”, – ნათქვამია დასკვნაში.

დოკუმენტს ხელს აწერენ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები: გიორგი გრიგოლია; გრიგოლი ხურციძე; გიორგი კაჭარავა; გიორგი პაპიაშვილი; აიდა გოზალოვა; თენგიზ წულაძე; ნინო ზავრაშვილი.

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...