ვაგრძელებ ბრძოლას – მიხეილ სააკაშვილი

0
255

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ საქართველოს ახლა ისტორიული შანსი აქვს და მიზნის მისაღწევად ფართომასშტაბიანი აქციები უნდა ჩატარდეს. მესამე პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყანას ტერიტორიული მთლიანოის შანსი აქვს, რომელიც უნდა გამოიყენოს.

ჩვენ გვჭირდება ერთიანობის დემონსტრაცია და ერთიანობის ზეიმი. თავისუფლად შეიძლება იყოს 200 ათასი ადამიანი და არა რაღაც მორიგი აქცია იყო 20-30. უბრალოდ ადამიანებმა მოითხოვონ ცვლილებები, რომ მათ დაუბრუნდეთ თავიანთი ქვეყანა ამ ძალიან რთულ პერიოდში. რადგან არის ისტორიული შანსი და ფანჯარა, რომელიც მალე მოიკეტება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და საქართველოს სწრაფი განვიათარების გაგრძელების. ჩვენ დღეს ვართ ეხლა ჩიხში შესული, ჩვენ ყველამ უნდა ჩავკიდოთ ხელი და გავაგრძელოთ საქართველსო ისტორია, ამას მივუძღვენი ჩემი სიცოცხლეც და ჯანმრთელობა, ვაგრძელებ ბრძოლას მიუხედავად იმისა თუ რა იქნება ეს გართულებები რაც პირადად მე შეიძლება დამატყდეს თავს, ჩვენი ამოცანა არის ახლა თანადგომა ერთმანეთის, ნახეთ როგორი თანადგომა აჩვენეს უკრაინელებმა”, – თქვა სააკაშვილმა.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი სასამართლოზე დაბრუნდა
შემდეგი სტატიაბოლო დღეების განმავლობაში დავიკელი 12 კგ, კვირას დავკარგე ფეხების კონტროლი – მიხეილ სააკაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური