მთავარისიახლეებიწვდომა რომ გვქონდეს ყველა იმ იარაღზე, რომელიც გვჭირდება, ომს უკვე დავასრულებდით -...

წვდომა რომ გვქონდეს ყველა იმ იარაღზე, რომელიც გვჭირდება, ომს უკვე დავასრულებდით – ზელენსკი

Published on

ჩვენ რომ გვქონდეს წვდომა იმ იარაღზე, რომელიც გვჭირდება, რომელიც ჩვენს პარტნიორებს აქვთ და რომელიც შეედრება რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყენებულ იარაღს, ამ ომს უკვე დავასრულებდით, აღვადგენდით მშვიდობას და გავათავისუფლებდით ჩვენს ტერიტორიას ოკუპანტებისგან, რადგან უკრაინელი სამხედროების უპირატესობა ტაქტიკასა და სიბრძნეში სავსებით აშკარაა.

ამიტომაც ხაზს ვუსვამ მარტივ ჭეშმარიტებას დემოკრატიული სამყაროს ლიდერებთან, ყველა მოლაპარაკებაში, ყველა ინტერვიუში – უსამართლოა, რომ უკრაინა კვლავ იძულებულია, ითხოვოს, როცა მისი პარტნიორები იარაღს წლების განმავლობაში ინახავენ.

თუ მათ აქვთ იარაღი, რომელიც უკრაინას სჭირდება, მათ უნდა გამოიყენონ ახლა. თუ აქვთ საბრძოლო მასალა, რომელიც ჩვენ გვჭირდება, მაშინ მათი მორალური ვალდებულებაა, პირველ რიგში, დაეხმარონ თავისუფლების დაცვას. დაეხმარეთ ათასობით უკრაინელს სიცოცხლის გადარჩენაში.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...