მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო - პარალელურად აქციები იმართება რამდენიმე ქალაქში

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო – პარალელურად აქციები იმართება რამდენიმე ქალაქში

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილი სხდომას ესწრება. ის დღეს საზოგადოებას მიმართავს და როგორც ცნობილია, ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრებს.

პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები იმართება ასევე ბათუმსა და ზუგდიდშიც.

რაც შეეხება სხდომის სამართლებრივ ნაწილს, დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა იგეგმება. ადვოკატები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ამის საილუსტრაციოდ ყველა ბერკეტს გამოიყენებენ.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...