მთავარისიახლეებიჯანმრთელობის უფლებაზე უარი, კონევნციურად წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობას უტოლდება - ნიკა გვარამია...

ჯანმრთელობის უფლებაზე უარი, კონევნციურად წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობას უტოლდება – ნიკა გვარამია გამოძიების დაწყებას ითხოვს

Published on

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ მოსამართლეს ახალი შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა, შესაბამის საგამოძიებო უწყებებს გადაეცეთ რეაგირებისთვის, მესამე პრეზიდენტისთვის ჯანმრთელობის უფლებაზე უარის თქმა, რაც გამოიხატება იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილთან უკვე თვეებია მედიკოსებს შესვლის უფლება არ ეძლევათ.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ჯანმრთელობის უფლებაზე უარი, კონევნციურად წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობას უტოლდება და არის ახალი ეპიზოდი, ხოლო ის გამოძიება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წამებაზე უკვე მიმდინარეობს, ძველი ეპიზოდია:

“მე ვაყენებ შუამდგომლობას ასევე, 191-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, მოსამართლემ აღნიშნული საკითხი გადასცეს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს რეაგირებისთვის. არგუმენტი, რომ ისედაც მიმდინარეობს გამოძიება სააკაშვილის წამებასთან დაკავშირებით, არავალიდურია. ჩვენ ვსაუბრობთ ახალ ეპიზოდზე, რაც მიმდინარეობს ის არის ძველ ეპიზოდებთან დაკავშირებით.
ახლი ეპიზოდი არის ჯანმრთელობის უფლების განხორციელებაზე უარის თქმა, რაც კონვენციურად უტოლდება წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობას. ამიტომ, აღნიშნულზე გამოძიება კომპეტენტურმა ორგანომ კვლავ უნდა დაიწყოს. აქ ფიგურანტები არიან სხვანი, შემსრულებლები თორემ, ფიგურანტი ყოველთვის ერთია და შესაბამისად, მოსამართლის წინაშე ვშუამდგომლობ, როგორც პირველი ნაწილით, ასევე მეორე ნაწილით განსაზღვრული უფლებამოსილების გამოსაყენებლად. ” განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იქამდე, მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობით , “ემპათიას” ექიმებს მიეცეთ შესაძლებლობა, სისტემატურად მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე.

სიახლეები

მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დავჯდე, მაგრამ მე არ ვიქნები მის მიმართ კეთილი, მე მას მტრად ვთვლი -ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მზადაა სამშვიდობო სამიტის ფარგლებში პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს - ამის შესახებ...

კვლევების ჩასატარებლად, მზია ამაღლობელი კლინიკა “ვივამედში” რჩება – პენიტენციური

ოლიგარქის სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი კვლავ კლინიკა "ვივამედში"...

საია ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ივანოვ-ჩიქოვანს საჯარო პოზიციების გამო დევნის

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" საზოგადოებრივ მაუწყებელზე, "მოამბის" წამყვანის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის წამყვანობიდან ჩახსნას ეხმაურება და აღნიშნავს,...

“ცენზურისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის კიდევ ერთი მაგალითია საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება” – პრეზიდენტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანზე

"ცენზურისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის კიდევ ერთი მაგალითია საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის მოამბის...