მთავარისიახლეებიაზოვის პოლკის შესაქმნელად მე მივავლინე გია ყუფარაშვილი - მიხეილ სააკაშვილი

აზოვის პოლკის შესაქმნელად მე მივავლინე გია ყუფარაშვილი – მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე აზოვის ბატალიონის შესახებ ისაუბრა, რომლის ჯარისკაცებიც მარიუპოლს გმირულად იცავენ.

როგორც მან აღნიშნა, თავის დროზე პოლკის შესაქმნელად გიორგი ყუფარაშვილი​ თავად მიავლინა და პირადად იღებდა მონაწილეობას უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად გეგმის დასახვაში.

“ჩემი გული როგორც საქართველოს, ისე უკრაინას ეკუთვნის. ამ ბრძოლაში მე დიდი ხანია ვარ. თავის დროზე, მაგალითად აზოვის პოლკის შესაქმნელად მე მივავლინე გია ყუფარაშვილი, რომელიც ჩემთან მუშაობდა. ჩვენ ერთად ჩამოვედით. მან მთხოვა ნებართვა, შემდეგ მე შევხვდი ბელეცკის, პოლკის მეთაურს მაშინ და დავსახეთ ერთად გეგმა, თუ როგორ დაეხმარებოდნენ ქართველები. მერე ბახვა ჩამოვიდა, რომელიც ახლა გმირულად დაიღუპა. საქართველოს ჰყავს ნამდვილი გმირები. ჩვენ არ გვჭირდება კონფორმიზმი და უკან დახევა ნებისმიერი საფრთხის წინაშე. ჩვენ შეგვიძლია ყველაფრის შეცვლა. ეს არის ჩვენს ძალაში”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

“აზოვის ბატალიონი” ბახვა ჩიქობავასა და გიორგი ყუფარაშვილის მიერ შემუშავებული გეგმით ხელმძღვანელობს – სერგეი კოროტკიხი
მესამე პრეზიდენტმა ასევე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამოსწორება რამდენიმე თვეშია შესაძლებელი, თუმცა ამისთვის აუცილებელია საზოგადოების ერთიანობა და სიმტკიცე.

“ახლა ნურავინ ნუ ელის რაღაც საიდუმლო გეგმებსა და კონსპირაციას. ყველაფერი ზედაპირზეა – უკრაინა იმარჯვებს, რუსეთი მარცხდება, საქართველო გასაერთიანებელია, გამოსაყვანია ჩიხიდან, ჩვენი ისტორია გასაგრძელებელია, ქართველები უნდა იყვნენ ბედნიერები საკუთარ ქვეყანაში. ქვეყნიდან გაქცევა უნდა შეჩერდეს და წერტილი დაესვას. დიდი ეკონომიკური გამოწვევები გვაქვს პოლიტიკის არ ქონის გამო, თითოეულ ქართულ ოჯახს კატასტროფულად გაუჭირდა. ამ ყველაფრის გადალახვა შეიძლება სულ რამდენიმე თვეში, ოღონდ ერთიანობა, სიმტკიცე, არშეგუება, არმიღება სხვის მიერ მოხვეული თამაშის წესების. ჩვენ გვაქვს ჩვენი ქართული გზა და გვექნება უკრაინელებთან ერთად ჩვენი ქართული გამარჯვება. თითოეული ქართველის გამარჯვება”, – თქვა მესამე პრეზიდენტმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...