მთავარისიახლეებივისაც გაქვთ საშუალება დატოვეთ საბრძოლო მოქმედებების ზონები - დანილოვი მოსახლეობას

ვისაც გაქვთ საშუალება დატოვეთ საბრძოლო მოქმედებების ზონები – დანილოვი მოსახლეობას

Published on

რუსებმა დონეცკის, ლუგანსკისა და ხარკოვის ოლქებში ფრონტის მთელ ხაზზე აქტიური შეტევითი ოპერაცია დაიწყეს. ამის შესახებ უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა. სერგეი დანილოვმა მოუწოდა მოსახლეობას, რომელიც საომარი მოქმედებების ზონაში იმყოფება, სასწრაფოდ დატოვონ ეს ტერიტორიები, რომ შემდეგ გვიანი არ იყოს.

მისი თქმითვე, რუსეთის გეგმა არ შეცვლილა და ისევ დღის წესრიგშია უკრაინის ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია.

“რაც შეეხება ქვეყნის ხელმძღვანელობის ლიკვიდაციას, ეს გეგმა მათი დღის წესრიგიდან არ იხსნება. ამის მცდელობა იყო 22, 24 თებერვალს და არის ახლაც. დონეცკის, ლუგანსკისა და ხარკოვის ოლქებში ისინი ახლა შეტევაზე გადასვლას და ჩვენი დაცვის გარღვევას ცდილობენ, თუმცა ჯერჯერობით ვახერხებთ მათ შეკავებას. შევიდნენ მხოლოდ ორგან – კრემენნაიაში და ერთ პატარა ქალაქში. ბრძოლები გრძელდება და აქტიური ფაზა დაწყებულია. ვისაც გაქვთ საშუალება დატოვეთ საბრძოლო მოქმედებების ზონები. ცრემლები მომდის, როცა მახსენდება ბიჭი ხარკოვიდან, რომელიც ომს გაექცა, თუმცა ლვოვში თითები დაკარგა. უნდა გესმოდეთ რომ ომი უკრაინის მთელს ტერიტორიაზეა და ძალიან საშიშია”, – თქვა დანილოვმა.

ომის “მეორე ეტაპი” რუსეთმა 19 აპრილის ღამით დაიწყო. ახლა მთავარი შეტევის ეპიცენტრი დონბასის რეგიონია.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...