უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, რუსეთმა დონეცკის რეგიონი გასული დღე-ღამის განმავლობაში 21-ჯერ დაბომბა. შედეგად, არიან დაღუპულები და დაჭრილები. საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს 17 დასახლებას. დაიღუპა 5 მშვიდობიანი მოქალაქე, დაიჭრა 6, მათ შორის – ბავშვი.
გასული დღის განმავლობაში ოკუპანტებმა დაარტყეს დონეცკის რეგიონის დასახლებებს – მარიუპოლი, ავდეევკა, უგლედარი, ლიმანი, კრამატორსკი, მარინკა, კრასნოგოროვკა, ბოლშაია ნოვოსელკა, ნოვგოროდი, ნიუ-იორკი, ლუგანსკი, შანდრიგოლოვო, ნიკოლსკოე, სვიატოტორე, ზალაგოსკი.
მტერმა მშვიდობიან მოსახლეობას ესროლა გრადის მრავალჯერადი სარაკეტო სადგურიდან, ტანკებიდან და მძიმე არტილერიიდან.” ნათქვამია პოლიციის ინფორმაციაში.