მთავარისიახლეებირუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლიდან ათასობით ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის ხუთი ათასი ბავშვია -...

რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლიდან ათასობით ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის ხუთი ათასი ბავშვია – ზელენსკი

Published on

რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლიდან ათასობით ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის ხუთი ათასი ბავშვია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ადამიანები სავარაუდოდ რუსეთში გადაიყვანეს, თუმცა უკრაინულ მხარეს ამასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს.

„რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ძალით გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციაში. რა დაემართათ, არ ვიცით, სად არის მათი დოკუმენტები, არ ვიცით. მათ შორის რამდენიმე ათასი ბავშვია, ეს ვიცით, მაგრამ როგორ არიან, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის შესახებ არაფერი ვიცით. გავიგეთ, რომ ხუთი ათასი ბავშვია დეპორტირებული ამ რეგიონიდან რუსეთში. ეს ძალიან მძიმე და რთული საკითხია. არის ბევრი ინფორმაცია, რომელიც უნდა გადავამოწმოთ“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ამ ეტაპზე არც იმის თქმაა შესაძლებელი, რამდენი ადამიანია დარჩენილი მარიუპოლში.

„ერთი ვერსიით, ქალაქში 50-60 ათასი ადამიანია დარჩენილი, მეორე ვერსიით 100 ათასი. არის ასეთი ინფორმაციაც, რომ შესაძლოა იქ დარჩენილი 20-30 ათასი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...