მთავარისიახლეებირუსები დონბასში გადამწყვეტი შეტევისთვის ემზადებიან

რუსები დონბასში გადამწყვეტი შეტევისთვის ემზადებიან

Published on

რუსეთი დონბასში გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის უფროსმა განაცხადა. კირილ ბუდანოვის თქმით, აგრესორი ცდილობს რაიმე სახის წარმატება აღდგომამდე გაიფორმოს. მისივე თქმით, რუსეთის გენერალიტეტში ახლა აზრთა სხვადასხვაობაა – ერთის მხრივ, გენერლებს არ სურთ ბრძოლის ველზე სიკვდილი, მეორეს მხრივ კი წარუმატებლობის შემთხვევაში რეპრესიების ეშინიათ.

“ისინი ძალიან ჩქარობენ, რადგან შეზღუდულები არიან დროში. ემზადებიან დონბასში გადამწყვეტი შეტევისთვის. სურთ რაიმე ტაქტიკური უპირატესობა მოიპოვონ, რითაც ამ სპეცოპერაციაში რუსეთის გამარჯვებას აჩვენებენ. ჩქარობენ სააღდგომოდ, მაგრამ გეტყვით რომ მათ ეს არ გამოუვათ. რუსეთის გენერალიტეტში კი არ არის ერთობა, იმის გამო, რომ მათ არ სურთ ბრძოლის ველზე სიკვდილი. უკვე 8 გენერალია მოკლული და ეს აშინებთ მათ. ასევე ეშინიათ რეპრესიების – წარუმატებლობის შემთხვევაში”, – ამბობს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის უფროსი, კირილ ბუდანოვი.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა კიევის რეგიონებიდან ჯარები გაიყვანა, დასავლეთიც და უკრაინაც ელოდება, რომ ახლა მთავარი შეტევები აღმოსავლეთით, დონბასის რეგიონში იქნება.

სიახლეები

ქართველი ხალხის დღის წესრიგი რუსეთთან დაბრუნება უნდა გახდეს – ალაუდინოვი მჟავანაძესთან

"დღეს დადგა დრო, როცა ქართველებმა ყველაფერი უნდა გაიხსენონ და თქვან: რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან...

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას...

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა – ელინა ვალტონენი

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა...

საია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და...