მთავარისიახლეებიპოლიტიკამთავრობა პოლიციელებისთვის 1000-ბინიანი ქალაქის აშენებას გემავს

მთავრობა პოლიციელებისთვის 1000-ბინიანი ქალაქის აშენებას გემავს

Published on

ირაკლი ღარიბაშვილმა მთარობის დღევანელ სხდომაზე  პოლიციელებისთვის 1000-ბინიანი პოლიციის ქალაქის აშენების იდეა გაახმოვანა.

,,ჩემი დიდი სურვილია და ბატონი მინისტრის, ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1000-ბინიან პოლიციის ქალაქს,  პროექტს წელს დავიწყებთ, უკვე დაწყებული გვაქვს მოსამზადებელი სამუშაოები და ადგილიც შერჩეულია, ბატონი ვახტანგი გომელაურის იდეაა,  პროექტი განხორციელდეს ჯიქიას ქუჩაზე, სადაც მანამდე იყო პოლიციის სპეცდანიშნულების ბაზა. აღნიშნულ

ბაზას გადავიტანთ სხვა ადგილზე და ამ ადგილზე აშენდება ათასბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, პოლიციის ქალაქი, ისეთი, როგორიც ავაშენეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის, ჩემი მინისტრობის დროს.

პირობები იქნება იგივე, რაც იყო ჯარისთვის ანუ 1მ2-ზე, დაახლოებით, 100 დოლარს გადაიხდიან (ეკვივალენტი ლარებში) ჩვენი პოლიციელები, დანარჩენს ყველაფერს დაფარავს სახელმწიფო. ვფიქრობთ, ეს იქნება განგრძობითი და არა  ერთჯერადი პროექტი”. – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...