,,ის, რაც ჩვენ ვნახეთ, საზარელია, მაგრამ გენოციდი სამართლებრივი შეფასების საგანია ”

0
296

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ ამბობს, რომ ომის დანაშაულის ნიშნები ნახა, მაგრამ გენოციდთან დაკავშირებით, უნდა მოხდეს სამართლებრივი შეფასება. 

“რა თქმა უნდა, ის, რაც ჩვენ ვნახეთ, არის საზარელი, და მე იქაც აღვნიშნე, რომ სამწუხაროდ, საზარელთან ერთად ქართველებისთვის ეს არ არის პირველი, როდესაც ჩვენ ასეთი სურათები ვნახეთ და ჩვენ ასეთი სურათები  გვახსოვს 1990-იანი წლებიდან, გვახსოვს 2008 წლიდან. ეს ჩვენთვის ნაცნობია და გარკვეულწილად საქართველოში ნანახი ტრაგედია გააღვიძა.ბუჩასა და ირპენში საკუთარი თვალით ნახ

მე ჩემს კოლეგასთანაც მქონდა საუბარი და ესაა მნიშვნელოვანი, რასაც უკრაინის ხელისუფლება აკეთებს, და ჩვენ 1990-იან წლებში არ იყო ამის საშუალება, ამის სამართლებრივი დოკუმენტირება. ბუჩაში სადაც არის სამარხი  ფრანგი კრიმინალისტები და უცხოელი ექსპერტები მუშაობენ და მთავარი ახლა არის არა  პოლიტიკური განცხადებები,  არამედ სამართლებრივი შეფასებები.

სწორედ ამიტომ ჰააგის სასამართლო არის ის ინსტანცია, სადაც უნდა მოხდეს ყველა ამ დოკუმენტაციის შექმნა და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება. ერთი დღით ადრე ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი იყო ჩასული და ჩვენ გამოცდილება გვაქვს ამ კუთხითაც ჰააგის სასამართლოსთან ურთიერთობის და ყველანაირად შეგვიძლია, დავეხმაროთ.  

რა თქმა უნდა ჩვენ იქ რასაც ვხედავდით, ეს შეიცავს ომის დანაშაულის ნიშნებს და ფაქტია ის, რაც ვნახეთ, ის დაზიანება სამოქალაქო შენობების და ადამიანური მსხვერპლი საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას და აქ უნდა იყოს ახლა ყველა ჩართული”,- ამბობს შალვა პაპუაშვილი. 

 

წინა სტატიამთავრობა პოლიციელებისთვის 1000-ბინიანი ქალაქის აშენებას გემავს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარება 1-ლი ივნისიდან თითო ბავშვზე დახმარება იქნება 150 ლარი.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური