MI-17 ტიპის 11 ვერტმფრენი, 155 მილიმეტრიანი 18 ერთეული “ჰაუბიცა” , 300 ერთეული “თვითმკვლელი” დრონი – უკრაინაში აშშ სამხედრო დახმარების პირველი პარტია ჩავიდა

0
365

აშშ-ის მიერ გამოყოფილი 800 მილიონი დოლარის პაკეტის ფარგლებში, უკრაინაში სამხედრო დახმარების პირველი პარტია ჩავიდა. ინფორმაციას CNN – თეთრის სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

დახმარების ფარგლებში, შეერთებული შტატები პირველად დათანხმდა კიევისთვის მძლავრი იარაღის, მათ შორის MI-17 ტიპის 11 ვერტმფრენის, 155 მილიმეტრიანი 18 ერთეული “ჰაუბიცის” და 300 ერთეული Switchblade, იგივე “თვითმკვლელი” დრონის მიწოდებას.

შეგახსენებთ, 13 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას უთხრა,რომ ვაშინგტონი დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფდა, მათ შორის ჯავშანტექნიკას და ვერტმფრენებს.

წინა სტატიასაქართველოს რკინიგზა“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დამატებით რეისებს ნიშნავს
შემდეგი სტატია„უშიშრად იყავით, ჩვენ თქვენთან ვართ“ – რომის პაპმა ქადაგების დასასრულს ტრადიციული სააღდგომო მისალმება – „ქრისტე აღსდგა!“ უკრაინულად წარმოთქვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური