მთავარისიახლეებიპოლიტიკამამუკა მამულაშვილი: მზად ვართ გავაჩეროთ რუსეთი და იმედია, მსოფლიოც მზად არის, დადგეს...

მამუკა მამულაშვილი: მზად ვართ გავაჩეროთ რუსეთი და იმედია, მსოფლიოც მზად არის, დადგეს ჩვენს გვერდით

Published on

,,ჩვენ მზად ვართ გავაჩეროთ რუსეთი და იმედი მაქვს, მსოფლიოც მზად არის, დადგეს ჩვენს გვერდით. ყველაზე მეტად სიბრაზე მიტაცებს იმის გამო, რომ რუსეთი აგრძელებს ჩვეული ტაქტიკის გამოყენებას და უმიზნებს მშვიდობიან მოქალაქეებს. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება დასავლეთის და ევროპის ქვეყნების დახმარება. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ვებრძვით ტერორისტებს ყველა ერთად თუ არა…

,,ჩვენ ყველანი ვიბრძოლებთ სიცოცხლის ფასად, მაგრამ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ გვყავს მეგობრები, რომლებიც ზურგს გვიმაგრებენ. ვიყავით პირველები ვინც დეოკუპაციის შემდეგ ბუჩაში შევიდა, იქ ვნახეთ გაუპატიურებული, ხელებ-ახვეული და მოკლული ბავშვები. მსგავსი რამ სამწუხაროდ უკვე მინახავს საქართველოში და რუსეთი იმეორებს და ავრცელებს ტერორიზმს ყველგან.

ჩვენ გავიმარჯვებთ, ამაში დარწმუნებული ვარ. ისინი არ იცნობენ უკრაინელი ხალხის სულს. მათ თავისუფლება უყვართ და დღეს ისინი მსოფლიოს თავისუფლებისთვის იბრძვიან.”- განაცხადა უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა Fox News-სთან ინტერვიუში

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...