მთავარისიახლეებიუკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირს, დავით მენაბდიშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირს, დავით მენაბდიშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

Published on

საქართველო უკრაინაში პუტინის ომში გმირულად დაღუპულ ქართველ მებრძოლებს გლოვობს. დღეს ქართველ გმირს დავით მენაბდიშვილს რუსთავში, საგვარეულო სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ოკუპანტების მიერ მოკლული ჯარისკაცის პატივის მისაგებად დილიდან სიონის ტაძარში მოქალაქეები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები და აქტივისტები მიდიან.

49 წლის დავით მენაბდიშვილი რუსულ აგრესიას ხარკოვთან, ქალაქ იზიუმში 21 წლის ნიკა შანავასთან ერთად შეეწირა. ორივე მეომარი უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ბატალიონში, კარპატსკი სიჩში ირიცხებოდნენ.

დავით მენაბდიშილი და ნიკა შანავა 9 აპრილს დანაყოფთან ერთად წარმატებული ოპერაციიდან ბაზაზე ბრუნდებოდნენ, როდესაც რუსებმა ტერიტორია დაბომბეს. ორი ქართველი ჯარისკაცი ადგილზე დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა.

21 წლის ნიკა შანავას დღეს ვარკეთილში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ და ხვალ სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

უკრაინაში რუსულ აგრესიას უკვე 6 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე ვერ ხერხდება რუსების მიერ ალყაშემორტყმული ქალაქიდან ოკუპანტების მიერ მოკლული კიდევ ერთი ქართველი გმირის, ბახვა ჩიქობავას ცხედრის სამშობლოში ჩამოსვენება.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...