მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსლან სტეფანჩუკი: ვიწვევთ საქართველოს, მსოფლიოს მიერ, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შემოუერთდეს

რუსლან სტეფანჩუკი: ვიწვევთ საქართველოს, მსოფლიოს მიერ, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შემოუერთდეს

Published on

ქართველი დეპუტატების დელეგაცია დღეს კიევში ჩავიდა. პარლამენტის თავმჯდომარეების შეხვედრაზე, სტეფანჩუკმა ქართველ კოლეგას უკრაინისა და უკრაინელების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.“მოხარული ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ვიზიტით, რომელიც უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. ,ვისაუბრეთ სანქციების პოლიტიკაზე და ვიწვევთ საქართველოს, რომ მსოფლიოს მიერ, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შემოუერთდეს ”- განაცხადა უკრაინის რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა შალვა პაპუაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ განმტკიცებას და იმას, რასაც ჩვენი ხალხი ელოდება.

ჩვენ ერთად განვიხილეთ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა, უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მომავალი და აღდგენის პროცესში შესაძლო დახმარების საკითხები.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ისეთივე ძლიერია და ყოველთვის ასე იქნება”,- წერს რადას თავმჯდომარე Facebook-ზე.

საქართველო იყო ერთ-ერთი თანაავტორი საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი საჩივრის და რაც ჩვენ აქ ვიხილეთ, რა თქმა უნდა ცდება ომის ყველა კანონის ჩარჩოებს და ჩვენ ვხედავთ, რომ აქ ომის დანაშაულებია ჩადენილი – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

 

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...