ელენე ხოშტარია: სუს-ი საოკუპაციო ხაზთან ოპოზიციისთვის პროვოკაციის მოწყობას აპირებს

0
211

,,დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია წერს, რომ ხვალ საოკუპაციო ხაზთან ჩასვლას გეგმავდნენ, თუმცა შეატყობინეს, რომ იქ სუს-ი პროვოკაციის მოწყობას აპირებს:

“ხვალ გვაქვს დაგეგმილი საოკუპაციო ხაზთან სოფლებში ჩასვლა. დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ დავდივართ ხოლმე, ხალხს ვესაუბრებით, ვუსმენთ, რასაც შეგვიძლია ვუგვარებთ. 

მორიგ ჯერზე ჩვეულებრივად დავგეგმეთ და დაგვირეკეს, სუსი მუშაობს ხალხთან, რომ ქვები დაგიშინონო. 

ცხადია, არც სოფელს ვიტყვი და არც ხალხს დავასახელებ. მეტიც, ხვალ არ ჩავალ, რადგან არაფერი მიღირს ამ ხალხის შეწუხებად, თან ამ დროს. 

ისე ჩამოვალ ვერც გაიგებთ, მაგრამ, აი, თქვენი სახე ესაა, ყველაფერს აკეთებთ დაპირისპირებისთვის, პარტიული მიზნებისთვის. მაინც არ გამოგივათ.” წერს ელენე ხოშტარია. 

წინა სტატიაუკრაინაში კიდევ 1 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, 1 მძიმედ დაშავდა
შემდეგი სტატიარუსლან სტეფანჩუკი: ვიწვევთ საქართველოს, მსოფლიოს მიერ, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შემოუერთდეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური