მთავარისიახლეებიპოლიტიკაარის საკითხები, რომელთაც მე და მესამე პრეზიდენტი ერთმანეთთან ვათანხმებთ - ...

არის საკითხები, რომელთაც მე და მესამე პრეზიდენტი ერთმანეთთან ვათანხმებთ – მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

Published on

მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ტყვე ქართულ ციხეში – განაცხადა უკრაინაში მყოფმა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც  იქ ენმ-ს ლიდერებთან ერთად,  უკრაინელების მხარდასაჭერად და მათთვის სოლიდარობის გამოსახატავად ჩავიდა.

,,სააკაშვილმაც პუტინის პირველი დარტყმები მიიღო. დღეს , როდესაც მსოფლიო დაიყო შავად და თეთრად, როდესაც მსოფლიო უკვე დაიყო, რომ ან შენ ხარ ხალხის ამოწყვეტის მხარეს, ან ხარ თავისუფლების მხარეს,  სააკაშვილის ციხეში ჯდომა იმის ხაზგასმაა, რაც მასთან შეხვედრის შემდეგ ერთხელ უკვე დავაფიქსირე – ის არის პუტინის ტყვე ქართულ ციხეში” თქვა გიორგი მარგველაშვილმა “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში, უკრაინიდან ჩართვისას

სააკაშვილმა იცოდა, რომ ურაინაში მოვემგზავრებოდი, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ აქ წამოვსულიყავი-  ჩვენ   ხშირი საპრეზიდენტო სატელეფონო კავშირი გვაქვს და არის საკითხები, რომელთაც ერთმანეთთან ვათანხმებთ..–  აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა

„ჩვენ უკრაინაში ჩამოვედით იმისთვის, რომ ქართველი ხალხის, საქართველოს ფაქტობრივად ყველა მოქალაქის სურვილი ავასრულოთ, რომ მაღალი დონის წარმომადგენლობა იყოს წარმოდგენილი უკრაინაში; აჩვენოს კიდევ ერთხელ უკრაინელ ხალხს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ; აჩვენოს კიდევ ერთხელ მებრძოლ ქართველებს, რომ მათ გვერდით ვდგავართ და ეს გრძნობა იყო ის, რაც გარკვეულ ხინჯად მქონდა მეც და იგივე ემოცია ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ აქ წამოვსულიყავით;

– საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინა ამარცხებს ბოროტების იმპერიას, ამარცხებს ქვეყანას, რომელიც ბოლო 30 წელია ქართველების სისხლს სვამს და უკრაინელებს ყველამ უნდა დაანახოს თანადგომა, რომ პრეზიდენტები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და ეს ერთად დგომა არის უცვლელი და ამას არ ცვლის არაფერი“ -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...