საფრანგეთის ხელისუფლებამ რუსი ოლიგარქების ქონება დააყადაღა

0
302

საფრანგეთის ხელისუფლებამ რუსი ოლიგარქების ქონება დააყადაღა. სანქციების ფარგლებში, დაყადაღებულია პუტინის ახლო მეგობრის, არკადი როტენბერგის ვილა სენ-ჟან-კაპ-ფერატზე. ვილა 35 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

ამავე კონცხზე დააყადაღეს, პუტინის გელენჯიკის სასახლის ოფიციალური მფლობელის, ალექსანდრე პონომარენკოს ვილა.

ასევე, SUEK-ისა და EuroChem-ის მფლობელის, ანდრეი მელნიჩენკოს ვილა კოტ-დ’აზურზე, კანში დააყადაღეს Sibur-ის ყოფილი თავმჯდომარისა და თანამფლობელის, დიმიტრი კონოვის სახლი.

ასევე დაყადაღებულია მილიარდერ გენადი ტიმჩენკოს მეუღლის, ელენა ერმაკოვას კუთვნილი ორი სასტუმრო.

წინა სტატიაკრეისერი “მოსკვა” – გენერალ ბალტინის ფლოტის ფლაგმანი, რომელმაც ფოთში 1993 წელს გადმოსხა დიდძალი იარაღი და ცოცხალი ძალა
შემდეგი სტატიამოსკოვმა ოფიციალური დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა ამერიკას
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური