რუსეთის ჯარმა შავი და აზოვის ზღვები პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ზღვებად აქცია – ზელენსკი

0
274

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის ჯარმა შავი და აზოვის ზღვები პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ზღვებად აქცია. ამის შესახებ მან ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.

“რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო არა 24 თებერვალს, არამედ ისინი ჩვენთან 2014 წელს მოვიდნენ. მათ დაიპყრეს ჩვენი ყირიმი და ერთ დიდ სამხედრო ბაზად აქციეს. მათ შავი და აზოვის ზღვები პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ზღვებად აქციეს”, – თქვა ზელენსკიმ.

მანვე აღნიშნა, რომ ოკუპანტებმა დაიწყეს საშინელი და უსაზღვროდ ცინიკური ომი დონბასში.

“8 წელია, ხოცავენ ჩვენს ხალხს. ამ დროის განმავლობაში 14 000 ადამიანი დაიღუპა. რით უპასუხა ამას მსოფლიომ? ეს რიტორიკულ კითხვად დარჩა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, რომ შეეძლოთ სრულმასშტაბიანი ომის დაშვება”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

წინა სტატიაომის დაწყებიდან ხარკოვში მინიმუმ 503 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 24 ბავშვი
შემდეგი სტატია“მარიუპოლში ხალხი შიმშილით კვდება” – გაეროს წარმომადგენელი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური