მთავარისიახლეებიბაიდენი უკრაინაში ჩასასვლელად მზადაა

ბაიდენი უკრაინაში ჩასასვლელად მზადაა

Published on

“კი” – ასე პასუხობს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა მზად უკრაინაში ჩასასვლელად.

ასევე, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის კვლავ მუშაობს თავის გუნდთან, რათა დადგინდეს, უნდა გაგზავნოს თუ არა მისი ადმინისტრაციის წევრი უკრაინაში, რაც პოტენციურად მხარდაჭერის გამოხატვაა ერის მიმართ, რომელიც რუსეთის თავდასხმის ქვეშ იმყოფება.

„ამ გადაწყვეტილებას ახლა ვიღებთ“, – თქვა ბაიდენმა კითხვაზე, გაგზავნის თუ არა ის მაღალჩინოსანს უკრაინაში. კითხვაზე, ვის გაგზავნის, ბაიდენი მიუბრუნდა ჟურნალისტს და უპასუხა: “თქვენ მზად ხარ წასასვლელად?”

გთავაზობთ ამ დიალოგს უცვლელად:

ჟურნალისტი: აპირებთ თუ არა მაღალჩინოსნების გაგზავნას უკრაინაში?

ბაიდენი: ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ახლა ვიღებთ… და თქვენ მზად ხართ რომ წახვიდეთ?

ჟურნალისტი: თქვენ თუ ხართ მზად?

ბაიდენი: კი

CNN-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ნაკლებად სავარაუდოა, რომ მალე ესტუმრებიან კიევს, ოფიციალური პირები განიხილავდნენ თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ან სახელმწიფო მდივნის, ანტონი ბლინკენის გაგზავნას.

აღსანიშნავია, რომ ბაიდენმა თქვა, რომ ის მზად იყო, თავად ჩასულიყო კიევში და ამის რეალური სურვილიც ჰქონდა.

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...