მთავარისიახლეებიპოლიტიკავიქტორია ნულანდი: აშშ სავარაუდოდ, შეძლებს დაადასტუროს, რომ რუსეთმა უკრაინაში გენოციდი მოაწყო

ვიქტორია ნულანდი: აშშ სავარაუდოდ, შეძლებს დაადასტუროს, რომ რუსეთმა უკრაინაში გენოციდი მოაწყო

Published on

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, აშშ სავარაუდოდ, შეძლებს დაადასტუროს, რომ რუსეთმა უკრაინაში გენოციდი მოაწყო. მან  CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ უნდა შეგროვდეს მტკიცებულებები, რათა მთავრობამ ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღოს გენოციდის შესახებ.

“ვფიქრობ, ის, რასაც პრეზიდენტმა ბაიდენმა უწოდა, არის ის, რასაც ჩვენ საბოლოოდ ვიპოვით, როდესაც შევძლებთ ამ მტკიცებულებების შეგროვებას. […] ის, რაც ადგილზე ხდება, შემთხვევითი არ არის. ეს არის რუსეთის მიერ მისი ძალების მიზანმიმართული გადაწყვეტილება, გაანადგუროს უკრაინა და მისი მშვიდობიანი მოსახლეობა”, — ამბობს ის.

როგორც CNN წერს კითხვაზე, თუ რატომ არ იქონია სანქციებმა შემაკავებელი გავლენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე, ნულანდმა უპასუხა, რომ პუტინს “არ აინტერესებს თავისი ხალხი ან მისი ქვეყანა, მას მხოლოდ საკუთარი იმპერიული ამბიცია აინტერესებს”.

12 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოსახლეობასთან გაზის გაზრდილ ტარიფებზე საუბრისას  განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში გენოციდი მოაწყო. ამას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნამდვილი ლიდერის ჭეშმარიტი სიტყვები უწოდა. 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებებისთვის გენოციდის წოდებისგან თავს შეკავებს, რადგან რუსები და უკრაინელები “ძმები არიან”.

მაკრონის ამ კომენტარს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს განცხადება იმედგაცრუებას იწვევს. საგარეოს სპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, უკრაინელ და რუს ხალხს შორის”ძმობის” მითი საბოლოოდ დაიმსხვრა, როდესაც თებერვალში უკრაინაში რუსული რაკეტები გამოჩნდნენ.

სიახლეები

ეს ბიჭები არ არიან დაპატიმრებულები, ესენი არიან ტყვეები -ლიკა გუნცაძე

ივანიშვილის რეჟიმის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე დღეს პროევროპული აქციის დროს დაკავებულების სასამართლო...

სასამართლოზე ირაკლი მიმინოშვილი უჰაერობის გამო ცუდად გახდა

სინდისის პატიმრების პროცესზე შესვენება გამოცხადდა - მიზეზი ერთ-ერთი პატიმრის, ირაკლი მიმინოშვილის შეძლოდ გახდომა გახდა. ირაკლი...

პატივცემულო მოსამართლევ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ ბრალდება გვისახავს? – ცხადაძის ადვოკატი

ბრალდება რომ საუბრობს, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარეობს საფრთხეო, პროკურორი ვერ მიუთითებს, რაში გამოიხატება ეს საფრთხე......