მთავარისიახლეებიპოლიტიკავიქტორია ნულანდი: აშშ სავარაუდოდ, შეძლებს დაადასტუროს, რომ რუსეთმა უკრაინაში გენოციდი მოაწყო

ვიქტორია ნულანდი: აშშ სავარაუდოდ, შეძლებს დაადასტუროს, რომ რუსეთმა უკრაინაში გენოციდი მოაწყო

Published on

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, აშშ სავარაუდოდ, შეძლებს დაადასტუროს, რომ რუსეთმა უკრაინაში გენოციდი მოაწყო. მან  CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ უნდა შეგროვდეს მტკიცებულებები, რათა მთავრობამ ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღოს გენოციდის შესახებ.

“ვფიქრობ, ის, რასაც პრეზიდენტმა ბაიდენმა უწოდა, არის ის, რასაც ჩვენ საბოლოოდ ვიპოვით, როდესაც შევძლებთ ამ მტკიცებულებების შეგროვებას. […] ის, რაც ადგილზე ხდება, შემთხვევითი არ არის. ეს არის რუსეთის მიერ მისი ძალების მიზანმიმართული გადაწყვეტილება, გაანადგუროს უკრაინა და მისი მშვიდობიანი მოსახლეობა”, — ამბობს ის.

როგორც CNN წერს კითხვაზე, თუ რატომ არ იქონია სანქციებმა შემაკავებელი გავლენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე, ნულანდმა უპასუხა, რომ პუტინს “არ აინტერესებს თავისი ხალხი ან მისი ქვეყანა, მას მხოლოდ საკუთარი იმპერიული ამბიცია აინტერესებს”.

12 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოსახლეობასთან გაზის გაზრდილ ტარიფებზე საუბრისას  განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში გენოციდი მოაწყო. ამას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნამდვილი ლიდერის ჭეშმარიტი სიტყვები უწოდა. 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებებისთვის გენოციდის წოდებისგან თავს შეკავებს, რადგან რუსები და უკრაინელები “ძმები არიან”.

მაკრონის ამ კომენტარს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს განცხადება იმედგაცრუებას იწვევს. საგარეოს სპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, უკრაინელ და რუს ხალხს შორის”ძმობის” მითი საბოლოოდ დაიმსხვრა, როდესაც თებერვალში უკრაინაში რუსული რაკეტები გამოჩნდნენ.

სიახლეები

კვლევების ჩასატარებლად, მზია ამაღლობელი კლინიკა “ვივამედში” რჩება – პენიტენციური

ოლიგარქის სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი კვლავ კლინიკა "ვივამედში"...

საია ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ივანოვ-ჩიქოვანს საჯარო პოზიციების გამო დევნის

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" საზოგადოებრივ მაუწყებელზე, "მოამბის" წამყვანის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის წამყვანობიდან ჩახსნას ეხმაურება და აღნიშნავს,...

“ცენზურისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის კიდევ ერთი მაგალითია საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება” – პრეზიდენტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანზე

"ცენზურისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის კიდევ ერთი მაგალითია საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის მოამბის...

“მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე” – ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი წერს რომ, მას დღეიდან 18:00-საათიანი "მოამბე" აღარ მიჰყავს. ის არხის...