თეთრი სახლი უკრაინაში მაღალჩინოსნის გაგზავნის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანია იუწყება, უკრაინაში ვიზიტით სავარაუდოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ან თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჩავა. ამასთან, „სიენენი“ აღნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის.