მთავარისიახლეებიპოლიტიკაპენტაგონი ადასტურებს, რომ რუსულ კრეისერ ,,მოსკვაზე'' აფეთქება მოხდა, თუმცა არ...

პენტაგონი ადასტურებს, რომ რუსულ კრეისერ ,,მოსკვაზე” აფეთქება მოხდა, თუმცა არ ჩაძირულა

Published on

პენტაგონის პრესსპიკერი ჯონ კირბი CNN-თან  ადასტურებს, რომ რუსულ კრეისერ მოსკვაზე აფეთქება მოხდა, თუმცა ამბობს, რომ გემი არ ჩაძირულა.

კირბის თქმით, აშშ ჯერ ვერ შეაფასებს, გემს ესროლეს თუ არა რაკეტა.

“ჩვენ არ ვართ ზუსტად დარწმუნებულნი, რა მოხდა იქ. ჩვენი შეფასებებით, იყო სულ მცირე ერთი აფეთქება, საკმაოდ ძლიერი, რომელმაც გემს მნიშვნელოვანი დაზიანებები მიაყენა, მაგრამ ზუსტად არ ვიცით, რამ გამოიწვია ეს. გემს  შეუძლია თავისი გზით გადაადგილება და  აღმოსავლეთისკენ მიემართება,  მას სავარაუდოდ სევასტოპოლში გადაიყვანენ შესაკეთებლად “, – დაამატა კირბიმ.

უკრაინაში 13 აპრილს  ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს,რომ კრეისერს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები “ნეპტუნი” ესროლეს, მაგრამ ხანძარი ლოკალიზებულია და იგი არ ჩაძირულა.  

ამავე დროს, რუსეთი აცხადებს, რომ გემზე საბრძოლო მასალა აფეთქდა, რის შემდეგაც წყლის ზედაპირზე რჩება.

სამხედრო ხომალდი მოსკვა 1982 წელს აშენდა. 2008 წელს რუსეთმა ის საქართველოზე თავდასხმაშიც გამოიყენა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....