რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში 191 ბავშვი ემსხვერპლა

0
294

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკვე 191 ბავშვია დაღუპული, 349-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, 11 აპრილს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვში საქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბეს, რა დროს 6 თვის ბავშვი და 12 წლის მოზარდი დაიღუპა. დაშავდნენ 1, 4, 5 და 9 წლის ბავშვები.

რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 957 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა. მათგან 88 მთლიანად განადგურებულია.

მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

წინა სტატიაუკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროს გიზო უგლავა უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატია25 აპრილიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც ჩატარდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური