პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტები კიევში მიემგზავრებიან

0
254

პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტები უკრაინის დედაქალაქ კიევში გაემგზავრნენ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმერ ზელენსკისთან შესახვედრად.

“ერთად გამარჯვებამდე!” – დაწერა Twitter-ზე ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ და შესაბამისი ფოტოც გამოაქვეყნა.

“მივემგზავრები კიევში პოლიტიკური მხარდაჭერისა და სამხედრო დახმარების ძლიერი გზავნილით. ლიეტუვა გააგრძელებს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მიმართ”, – წერს ნაუსედა.

პრეზიდენტები კიევში ბორის ჯონსონის ვიზიტის შემდეგ ჩადიან, რომელიც უკრაინაში შაბათს იმყოფებოდა.

წინა სტატია25 აპრილიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც ჩატარდება
შემდეგი სტატიამაკრონი თვლის, რომ პუტინმა უკრაინაზე თავდასხმა უკმაყოფილების გამო გადაწყვიტა, რაც პარანოიაში გადაიზარდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური