უკრაინა სხვა ქვეყნების მიერ გენოციდის აღიარებას ითხოვს – რადაში დადგენილება დარეგისტრირდა

0
232

უკრაინა გენოციდის აღიარებას ითხოვს – რადაში დარეგისტრირდა დადგენილება, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებს მოუწოდებს, რუსეთი უკრაინელი ხალხის გენოციდში დამნაშავედ ცნონ.

გარდა ამისა, “რადა” აპირებს ანალოგიური თხოვნით მიმართოს გაეროს, ევროპარლამენტს, ევროსაბჭოს, ეუთოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეას. ამასთანავე, CNN-ის ინფორმაციით, ნიდერლანდები, შვედეთი და გერმანია სამ მილიონამდე ამერიკული დოლარის გამოყოფას აპირებენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის, რათა მან უკრაინაში ჩადენილი შესაძლო ომის დანაშაულები გამოიძიოს.

გასულ კვირას ევროკავშირმა უკვე გამოყო 8 მილიონი დოლარი უკრაინელი პროკურორების მხარდასაჭერად.

წინა სტატიაClear Cache
შემდეგი სტატიაიკარგება არა მხოლოდ დრო, არამედ უკრაინელების სიცოცხლე – ზელენსკი EU-ს სანქციებზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური