მთავარისიახლეებისაქართველო რუსეთის თანამონაწილედ იქცა - ილვესი

საქართველო რუსეთის თანამონაწილედ იქცა – ილვესი

Published on

“საქართველოს [მთავრობის] პოზიცია აბსოლუტურად გულისამრევია” – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” ხელისუფლების ნაბიჯებს უკრაინაში ომთან დაკავშირებით, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი.

ის ამ თემებზე “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში საუბრობს და ამბობს, რომ გაუგებარია, როგორ შეიძლება საქართველო დღეს უკრაინას მხარს არ უჭერდეს.

ილვესი ამბობს, რომ პუტინმა სასამართლოს წინაშე უნდა აგოს პასუხი იმაზე, რაც ჩაიდინა მისი სასამართლომდე მიყვანა დასავლური სამყაროს ერთიანობას შეუძლია.

“სამწუხაროდ, საქართველოს ამ თვალსაზრისით არც არაფრის გაკეთება შეუძლია – ის [რუსეთის] თანამონაწილედ იქცა იმით, რომ არანაირ სოლიდარობას არ გამოხატავს უკრაინის მიმართ.

საქართველოს პოზიცია აბსოლუტურად გულისამრევია. როგორ შეიძლება, საქართველო, ქვეყანა, სადაც მე შუა ომის დროს ჩავფრინდი, დღეს უკრაინას მხარს არ უჭერდეს? სანქციებს არ შეუერთდით – და საქართველო რაიმე სოლიდარობას ელის? მართლაც ელით, რომ [ამის შემდეგ] სერიოზულად განგიხილავენ ნატოს და ევროკავშირის წევრად? საქართველომ აჩვენა, როგორი ქვეყანა იქნებოდა, ევროკავშირის ან ნატოს წევრი რომ ყოფილიყო. ეს ვნახეთ.

ვინ დაუჭერს მხარს საქართველოს, რომელიც მხარს არ უჭერს დასავლეთის ამჟამინდელ სუსტ პოზიციასაც?

მე ვხედავ ევროკავშირის დროშებს საქართველოში. აბსურდია ეს! არავინ დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პასუხს იმაზე, რაც ხდება უკრაინაში”,- ამბობს ილვესი.

ამავე ინტერვიუში ილვესი აღნიშნავს, რომ სანქციების კუთხით დასავლეთმა იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ელოდა. მიუხედავად ამისა, ილვესი რჩება პოზიციაზე, რომ დასავლეთი საკმარისს არ აკეთებს.

სიახლეები

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...