მთავარისიახლეებიპოლიტიკამარიუპოლზე რუსი ოკუპანტების ქიმიური თავდასხმა დადასტურდა

მარიუპოლზე რუსი ოკუპანტების ქიმიური თავდასხმა დადასტურდა

Published on

მარიუპოლის მერის მოადგილემ სერგეი ორლოვმა ქალაქზე რუსი ოკუპანტების ქიმიური თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა:

“ჩვენ ვერ მოგაწოდებთ უფრო დეტალურ ინფორმაციას, მაგრამ ჩვენ გვაქვს დადასტურება სამხედროებისგან, რომ ეს მოხდა”, – ამბობს ორლოვი.

ექიმები განმარტავენ, რომ ყველა მოწამლულს ერთნაირი სიმპტომები აღენიშნებოდა: სახის სიწითლე, მაღალი წნევა, სიმშრალე და გულძმარვა ყელის არეში, თვალების წვა. მისი ინფორმაციით,  ახლა ყველა დაზარალებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ოკუპანტებმა მარიუპოლში სავარაუდოდ ქიმიური ნივთიერება უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით გუშინ, ორშაბათს ჩამოაგდეს. ერთ-ერთი ვერსიით საუბარია ნივთიერება ზარინზე, თუმცა ოფიციალურად ამ ნივთიერების გამოყენება ჯერ არ დადასტურებულა. 

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...