მთავარისიახლეებიოკუპირებულ აფხაზეთში მოქალაქეებს, რომლებიც ომს ეწინააღმდეგებიან დაკითხვაზე იბარებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში მოქალაქეებს, რომლებიც ომს ეწინააღმდეგებიან დაკითხვაზე იბარებენ

Published on

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. უშიშროების სამსახურში იბარებენ ადამიანებს, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ხელი მოაწერეს მოწოდებას უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერების აუცილებლობაზე. მოქალაქეების “ხანგრძლივს საუბრებზე” დაბარების გამო შეშფოთება გამოთქვა ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახალხო დამცველმა და ე.წ. პრეზიდენტს წერილით მიმართა.

“შემაშფოთებელია, რომ ადამიანებს მას შემდეგ იბარებენ, რაც საჯაროდ გამოხატეს თავიანთი აზრი ამა თუ იმ საკითხზე, თუმცა არა მხოლოდ ამ მიზეზით. ასეთ “საუბრებზე” დაბარებულები არიან სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიზეზები, როგორც ჩანს, განსხვავებულია, თუმცა ყოველთვის არ არის ნათელი. ბოლო დღეებში ისინი დაიბარეს, ვინც ხელი მოაწერა საჯარო მიმართვას უკრაინაში სისხლისღვრის შეწყვეტის შესახებ. კანონმორჩილი ადამიანების ე.წ. “საუბრებზე” დაბარების შემთხვევებს მივიჩნევ, როგორც ჩვენს მოქალაქეებზე ზეწოლის მცდელობას და აფხაზეთში სიტყვის თავისუფლებისა და სხვა თავისუფლებებისთვის საფრთხეს”, – აღნიშნულია წერილში.

ე.წ. სახალხო დამცველი წერს, რომ საჭიროდ მიიჩნევს და იწყებს უშიშროების სამსახურის თანამშრომელთა მოქმედებების შემოწმებას ადამიანის უფლებებისა და სხვა თავისუფლებების დარღვევაზე.

ცნობისთვის, აფხაზეთში რამდენიმე ათეულმა სამოქალაქო აქტივისტმა უკრაინაში ომის შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ მიმართვა 4 აპრილს გაავრცელა. გავრცელებულ ტექსტში მიმართვის ადრესატი არ არის დაკონკრეტებული.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....