მთავარისიახლეები"ჯერ სად ხართ, ბევრი ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ" - ანა წითლიძე მერიის...

“ჯერ სად ხართ, ბევრი ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ” – ანა წითლიძე მერიის გადაწყვეტილებაზე

Published on

პარლამენტის წევრი, ენმ-ის სამეგრელოს ორგანიზაციის ლიდერი ანა წითლიძე წერს, რომ ზუგდიდის საკრებულოს მიერ საწვავის ლიმიტის შემცირებისა და პრივილეგიებზე უარის თქმის შემდეგ ქალაქის მერიამაც გადაწყვიტა საკრებულოს მიბაძოს და ადმინისტრაციული ხარჯები შეამციროს.

ასე გამოეხმაურა ანა წითლიძე ზუგდიდის მერის მამუკა წოწერიას სტატუსს, სადაც მან ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შესახებ ამცნო საზოგადოებას.

ანა წითლიძემ დაწერა:

“მას შემდეგ, რაც ზუგდიდის საკრებულომ საწვავებზე ლიმიტები მინიმუმამდე შეამცირა და უარი თქვა ყველანაირ პრივილეგიაზე, მათ შორის საწვავებზე, ავტომობილებსა და სატელეფონო ხარჯებზე, ზუგდიდის მერიამ გადაწყვიტა რომ ზუგდიდის საკრებულოს მიბაძოს და თვითონაც შემაციროს ადმინისტრაციული ხარჯები.
ძალიან კარგია ეს ამბავი და აი, რა შეუძლია მუშაობას და რატომ არის სასარგებლო და მნიშვნელოვანი ოპოზიციური საკრებულო.

[მერიას] კიდევ ბევრი ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, ჯერ სად ხართ.

მამუკა წოწერია (ანა წითლიძემ მერი მონიშნა, – რედ.), მანამდე ოთხი წელი 700 ლიტრს წვავდი როგორც საკრებულოს თავმჯდომარე და არ შეუწუხებიხარ მაგ ამბავს. ახლა საკრებულომ რომ გაიძულა, კარგია…”

მამუკა წოწერიას პოსტი:

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება მოხდება. პირველი ეტაპისთვის, არსებული ლიმიტების კლებით საწვავის ოპტიმიზაციას განვახორციელებთ. რაც ამ დროის მონაცემებით, წლის ბოლომდე, დაახლოებით 50 ათასი ლარის ოდენობის ეკონომიას მოგვცემს. ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი თანხა მიმართული იქნება სხვადასხვა სახის პროექტების განსახორციელებლად.
მერიის შემდეგ ხარჯების შესწავლა და შემდეგი ოპტიმიზაცია უახლოეს პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებსა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებშიც მოხდება”.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უარი თქვა საწვავზე და პრივილეგიებზე

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...