მთავარისიახლეებიიკარგება არა მხოლოდ დრო, არამედ უკრაინელების სიცოცხლე - ზელენსკი EU-ს სანქციებზე

იკარგება არა მხოლოდ დრო, არამედ უკრაინელების სიცოცხლე – ზელენსკი EU-ს სანქციებზე

Published on

“ოკუპანტების ერთ-ერთმა რუპორმა განაცხადა, რომ მათ შეუძლიათ მარიუპოლის დამცველების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება. მინდა, შევახსენო მსოფლიო ლიდერებს, რომ რუსი სამხედროების მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება უკვე განიხილებოდა და უკვე მაშინ ეს ნიშნავდა, რომ საჭიროა რუსეთის აგრესიაზე უფრო მკაცრი და სწრაფი რეაგირება. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის განხილვა დაიწყო. დროა, ეს პაკეტი გახდეს ისეთი, რომ რუსეთის მხრიდან მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ სიტყვაც კი აღარ ისმოდეს. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიღებთ იმდენს, რამდენიც საჭიროა ამ ომის სწრაფად დასასრულებლად, კერძოდ, მარიუპოლის ბლოკადის მოხსნისთვის, თუ ჩვენ მივიღებდით თვითმფრინავებს და საკმარისი რაოდენობის მძიმე ჯავშანტექნიკას, აუცილებელ არტილერიას, ჩვენ ამის გაკეთებას შევძლებდით. თუმცა… ჯერ კიდევ გვიწევს ამაზე შეთანხმება, დარწმუნება… და იკარგება არა მხოლოდ დრო, არამედ უკრაინელების სიცოცხლე. და ეს არის მათი პასუხისმგებლობა – ვინც ამ დრომდე საწყობებში ინახავს უკრაინისთვის აუცილებელ იარაღს. პასუხისმგებლობა, რომელიც სამუდამოდ დარჩება ისტორიაში”.

ამბობს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკი.

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...