უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 11 აპრილამდე პერიოდს.
სამინისტროს ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 19 600;
ტანკი – 732
ჯავშანტექნიკა – 1 946;
საარტილერიო სისტემა – 349;
სარაკეტო სისტემა – 111;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 63 ;
თვითმფრინავები – 157;
ვერტმფრენი – 140;
სამხედრო საავტომობილო ტექნიკა – 1 406;
გემი/ნავი/კატარღა – 7 ;
საწვავის რეზერვუარი – 76;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 124;
სპეციალური აღჭურვილობა – 25;
გამშვები OTRK / TRK / მობილური SRBM სისტემა – 4.