მთავარისიახლეებისამართალიამნისტია 2004 წლის 1-ელ იანვრამდე ჩადენილი დანაშაულისათვის

ამნისტია 2004 წლის 1-ელ იანვრამდე ჩადენილი დანაშაულისათვის

Published on

პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით (87- ხმით, 1 -ის წინააღმდეგ) მიიღო. შესაბამისად, პირები, რომელთაც სისხლის სამართლის დანაშაული 2004 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიდინეს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან (გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთისა) თავისუფლდებიან. ამნისტირებული პირები კი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლებიან.

ამნისტია გავრცელდება იმ პირებზეც, რომლებმაც დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინეს.

ამასთან, ამნისტია არ ვრცელდება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე, 109-ე, 137-ე – 141-ე, 142-144/3, 164-ე, 179-ე, 183-ე, 223-ე – 224-ე, 236-ე – 239-ე, 253-ე – 255/2, 280-ე, 353-ე, 378-ე – 379-ე, 404-ე – 413-ე მუხლებით, აგრეთვე XXXVII და XXXVIII თავებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.

გარდა ამისა, ამნისტია არ ვრცელდება “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ ის ჩადენილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სიის − “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამტკიცებისა და საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის N339 დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ.

სიახლეები

შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი...

საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდა

საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა - სუს-მა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჯამში...

რუსეთის დუმის არჩევნები 2026 წლის 20 სექტემბერს ჩატარდება

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 2026 წლის 20...

ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა! – რობერტ „მადიარ“ ბროვდი

"ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა!... ბრაზის აფეთქებების ნაცვლად საწვავის აფეთქებები – პრაგმატული სასჯელი, ემოციებისა და ზედმეტი...