მთავარისიახლეებიმსოფლიო"უკრაინიდან გავრცელებული საშინელი კადრებით მსოფლიო მალე დაიღლება, როგორც სირიის ომით დაიღალა"

“უკრაინიდან გავრცელებული საშინელი კადრებით მსოფლიო მალე დაიღლება, როგორც სირიის ომით დაიღალა”

Published on

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მინისტრის ყოფილი მოადგილე, სამხედრო ექსპერტი გიორგი ტუკა ამბობს, რომ რაც უნდა ცინიკურად ჟღერდეს, უკრაინამ ახლა უნდა ისარგებლოს აშშ-ის, ევროპის ქვეყნების შოკირებული მდგომარეობით და რუსეთს გამანადგურებელი დარტყმები უნდა მიაყენოს, მათ შორის, დონბასშიც.

ტუკა იმ ექსპერტთა მცირე სიაშია, ვისაც მიაჩნია, რომ უკრაინამ არათუ დონბასიდან უნდა გააძევოს რუსეთი, არამედ წერტილოვანი დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზეც მიაყენოს და ისე ასწავლოს ჭკუა, რომ უკრაინისკენ ავი თვალით გამოხედვა არასდროს მოუნდეს.

“ბუჩაში გამოჩენილმა სისასტიკემ მსოფლიო შეძრა, მაგრამ ბუჩა მხოლოდ დასაწყისია, მსგავს და უარეს ისტორიებს ჯერ კიდევ მოვისმენთ, უარეს კადრებსაც ვნახავთ, რადგან რუსები საშინელებებს სჩადიოდნენ ყველგან, სადაც გაიარეს”, – ამბობს ტუკა.

ის იხსენებს ჰოსტომელში აღმოჩენილ ახალ სამარხს, სადაც ათეულობით ადამიანი იყო მოკლული და ისინი სნაიპერებმა მოკლეს, რომლებიც მიზანში სროლაში ვარჯიშობდნენ.

“დრო გავა და მსოფლიო დაიღლება უკრაინიდან ნანახი სასტიკი კადრებით, ისევე როგორც ალეპოს კადრებისგან დაიღალა. ეს გარდაუვალია. ამიტომ, სანამ შოკში არიან, უფრო აქტიურ ქმედებაზე უნდა გადავიდეთ”, – ამბობს ტუკა, რომელიც ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს არსებობა იმ ფორმით, რა ფორმითაც აქამდე არსებობდა.

თუ თქვენ გსურთ სმარტფონით მიიღოთ მოკლე, გადამოწმებული, ოპერატიული ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, ეწვიეთ ჩვენს გვერდს ტელეგრამზე.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...