მთავარისიახლეებიმსოფლიოსარედაქციო სვეტში The Observer დასავლეთს პუტინის დაშინებისკენ მოუწოდებს

სარედაქციო სვეტში The Observer დასავლეთს პუტინის დაშინებისკენ მოუწოდებს

Published on

რუსეთმა უკრაინასთან ომში ნამდვილი სისასტიკე გამოიჩინა და NATO-მ უნდა იფიქროს უფრო მკაცრ ზომებზე, რადგან სანქციებმა ვერ აიძულა უკანდახევა აგრესორი ქვეყნის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს.

რუსი ოკუპანტების ბარბაროსობის მოთმენა უკვე შეუძლებელია, ხოლო “დასავლეთის შემდგომი სამარცხვინო, უშედეგო “წამოყვირებები” – დაუშვებელი”.

ასეთი თეზისებით წარსდგა ბრიტანული ცნობილი გამოცემა The Observer მკითხველის წინაშე სარედაქციო სვეტში. გამოცემამ დაამუნათა დასავლეთის წამყვანი ქვეყნები უკრაინის არასაკმარისი მხარდაჭერის გამო და მათგან “უფრო მკაცრი” მოქმედება მოითხოვა იმისთვის, რომ “პუტინი დააშინონ”.

გამოცემამ კრამატორსკის დაბომბვა გაიხსენა და მას უწოდა “აქტი, რომლის პატიება შეუძლებელია”.

“კიდევ რამდენი მსგავსი სისასტიკე უნდა ვნახოთ, რათა დასავლეთი მიხვდეს, რომ მათი უკრაინული სტრატეგია ჩაფლავდა? კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს, სანამ NATO შეეშვება უაზრო თავის მართლებას მისი უმოქმედობის გამო? კიდევ რამდენი დრო უნდა გავიდეს იქამდე, სანამ ჯო ბაიდენი, ბორის ჯონსონი, ოლაფ შოლცი და ყველა სხვაც შეეჯახებიან არჩევანს, რომელიც გარდაუვალი ჩანს: დაუყოვნებელი ჩარევა თუ დამარცხება?’ – რიტორიკულ კითხვას სვამს გამოცემა.

“პუტინისთვის სულერთია. ის არ ჩერდება და არც არანაირი ნიშანი არსებობს, რომ მომავალში გაჩერდება. იმედები, რომ შიდა ოპოზიცია მის ხელისუფლებას ჩამოაგდებს, იმედებად დარჩა.

ამ დროს კი მამაცი, შეშინებული უკრაინის მოქალაქეები მორიგ სასტიკ დარტყმას ელოდებიან, მათი პრეზიდენტი მეტ ირაღსა და მეტ დახმარებას იხვეწება”, – აღნიშნულია სტატიაში.

–

თუ თქვენ გსურთ სმარტფონით მიიღოთ მოკლე, გადამოწმებული, ოპერატიული ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, ეწვიეთ ჩვენს გვერდს ტელეგრამზე.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...