რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 183 ბავშვი დაიღუპა

0
248

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკვე 183 ბავშვია დაღუპული, 342-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყება განმარტავს, რომ ეს ცნობები არ არის სრული, რადგან ცნობების მიღება აქტიური საომარი მოქმედებების გამო, ასევე, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ვერ ხერხდება.

რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 938 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა. მათგან 87 მთლიანად განადგურებულია.

წინა სტატიაპრაქტიკულად კოვიდი დამარცხებულია – ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიანატო არ აღიარებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური