მთავარისიახლეებიმსოფლიორა უნდა ვიცოდეთ 11 აპრილის დილით - ომის 47-ე დღე

რა უნდა ვიცოდეთ 11 აპრილის დილით – ომის 47-ე დღე

Published on

➤ 9 აპრილს იზიუმთან დაღუპულ ქართველ მეომრებს – 21 წლის ნიკა შანავასა და 49 წლის დავით მენაბდიშვილს დღეს დნეპრიდან კიევში გადაასვენებენ. უახლოეს დღეებში მათ ცხედრებს საქართველოში ელოდებიან.
➤ დნეპრის კლინიკაში მყოფი დაჭრილი ქართველებიდან შედარებით მძიმეა ვამეხ ჩუთლაშვილის მდგომარეობა.
➤ საღამოს ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მტერი დიდ ძალებს გამოიყენებს ქვეყნის აღმოსავლეთში, მაგრამ უკრაინა ამისთვის მზად არის.
➤ რამზან კადიროვმა ღამის ორ საათზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ვლ. პუტინისგან მიღებული დავალებების თანახმად, ყველა შენაერთი წერტილოვან დარტყმებზე გადადის, რაც მარიუპოლთან ერთად, კიევის აღებასაც ითვალისწინებს.
➤ რუსეთმა ვორონეჟის სამხედრო აეროდრომზე ათეულობით სამხედრო თვითმფრინავი და ვერტმფრენები განათავსა. იქ ბაზირებულია არანაკლებ 32 ერთეული გამანადგურებელი Су-27, ასევე რამდენიმე Ил-76.
➤ მთელი ღამის განმავლობაში საარტილერიო შეტევის ობიექტი იყო მიკოლაევი, არიან დაზარალებულები. ერთი ფრთოსანი რაკეტა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.
➤ სამხრეთის მიმართულებაზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 84 ოკუპანტი და 13 ერთეული ჯავშანტექნიკა – იტყობინება სამხრეთის ოპერატიულ-სამეთაურო პუნქტი.
➤ უკრაინის აღმოსავლეთში სამხედროებმა ორი ვერტმფრენი, რამდენიმე დრონი და 26 რუსი დამპყრობელი გაანადგურეს.
➤ დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით უკრაინელებმა მოიგერიეს 4 შეტევა, გაანადგურეს 5 ტანკი და ჩამოაგდეს 3 ვერტმფრენი.
➤ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ სცადონ “ორ დღეში კიევის აღება”.
➤ ოლექსი არესტოვიჩის თქმით, ამ ეტაპზე დონბასისა და ყირიმის გათავისუფლება ოკუპანტებისგან, შეუსრულებელი ამოცანაა, რადგან ამ მიმართულებით შეტევა დიდ დანაკარგებს გამოიწვევს.
თუ თქვენ გსურთ სმარტფონით მიიღოთ მოკლე, გადამოწმებული, ოპერატიული ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, ეწვიეთ ჩვენს გვერდს ტელეგრამზე.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...