მთავარისიახლეებიევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ, სანქციების მეექვსე პაკეტზე დაიწყო მუშაობა

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ, სანქციების მეექვსე პაკეტზე დაიწყო მუშაობა

Published on

ევროკომისიამ უკვე დაიწყო მუშაობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე, მათ შორის რუსული ნავთობის ექსპორტის შეზღუდვაზე.

ამის შესახებ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

„ახლა ბევრი რამ ხდება. ევროკომისიამ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ ვიწყებთ მუშაობას მეექვსე პაკეტზე (სანქციებზე), სადაც განიხილება ნავთობის ვარიანტი. ეს ნიშნავს, რომ მუშაობა უკვე დაწყებულია კონსენსუსის მისაღწევად. იმედი მაქვს ამჯერად იმუშავებს, პასუხის გასაცემად რა არის გასაკეთებელი. უმჯობესია კიევში ჩავიდეთ, ირპენში, ბუჩაში, მოვინახულოთ და ჩვენი თვალით ვნახოთ ყველაფერი, რატომ უნდა გამოვიყენოთ სანქციები“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა იმართება, რომლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინაში არსებული ვითარების განხილვა და უკრაინელი ხალხის შემდგომი დახმარებაა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...