მთავარისიახლეებიმსოფლიო"დილის 3-4 საათისთვის დაიწყება მასობრივი დაბომბვა, მერე კი წამოვლენ ტანკები" - რა...

“დილის 3-4 საათისთვის დაიწყება მასობრივი დაბომბვა, მერე კი წამოვლენ ტანკები” – რა მოხდება დონბასში

Published on

ლუგანსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ახსნა, როდის და როგორ დაიწყება დონბასისთვის გადამწყვეტი ბრძოლა. მისი თქმით, ამ ბრძოლის დაწყებას “სამ-ოთხ დღეში” ელოდება.

სერგეი გაიდაის თქმით, რუსეთი რამდენიმე საათის განმავლობაში საარტილერიო იერიშს არ შეაჩერებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში და გამოიყენებს “ყველა მოწყობილობასა და სისტემას, რაც აქვს”:

“ვფიქრობ, ეს რაღაც, ამდაგვარი იქნება: სადღაც, დილის 3-4 საათისთვის დაიწყება მასობრივი საარტილერიო იერიში. აამოქმედებენ მძიმე და მსხვილი კალიბრის ნაღმმტყორცნებს, არტილერიას, ავიაციას, სარაკეტო-საზენიტო კომპლექსებს, გრადს, სმერჩს, ურაგანს, ტოჩკა-უ-ს, ყველაფერს, რაც აქვთ. ეს რამდენიმე საათს, სახელდობრ, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში გაგრძელდება”, – ამბობს გაიდაი.

ამის შემდეგ, მისი თქმით, საქმეში ტანკები ჩაერთვებიან.

“ჩვენ ამ შეტევას, სადღაც, სამ-ოთხ დღეში ველოდებით. ჯერჯერობით ფეხს ითრევენ, რადგან არ უნდათ, თავიანთი იდიოტური ბლიცკრიგი გაიმეორონ, რომელიც უკვე ბევრი დღეა, გრძელდება. ამის გამეორება არ უნდათ, ამიტომ ახდენენ ძალების თავმოყრას ისე, რომ 100%-ით მიაღწიონ გარღვევას. გუშინ, გუშინწინ უკვე უნდა დაეწყოთ, მაგრამ არ გამოუვიდათ”, – ამბობს გაიდაი “უკრაინსკაია პრავდასთან” ინტერვიუში.

–

თუ თქვენ გსურთ სმარტფონით მიიღოთ მოკლე, გადამოწმებული, ოპერატიული ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, ეწვიეთ ჩვენს გვერდს ტელეგრამზე.

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...