უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. 5 მებრძოლი დაჭრილია.
“9 აპრილი ასე დაგვებედა. 2 დაღუპული და 5 დაჭრილი დაგვემატა”, – წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილი.
მანამდე, უკრაინაში 4 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, აქედან 3 საქართველოში უკვე ჩამოასვენეს და დაკრძალეს. ამ დრომდე ვერ ხერხდება ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან ბახვა ჩიქობავას ცხედრის გამოსვენება.