დღეს უკრაინაში, რუსულ ფაშიზმს, კიდევ ორი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა; ორივე სამხედრო ხარკოვთან ბრძოლის დროს დაიღუპა, ისინი ბატალიონ კარპატსკა სიჩის მებრძოლები იყვნენ, ბატალიონში, საკმაოდ ბევრი ქართველი იმყოფება. კიდევ ორი ქართველი გმირი იმ დროს დაიღუპა, როცა რუსმა ოკუპანტებმა, ხარკოვთან მდებარე ერთ ერთი დასახლება დაბომბეს;
ერთ-ერთი დაღუპული დავით მენაბდიშვილია, ის პროფესიონალი სამხედრო იყო და მუხროვანის ბატალიონში მსახურობდა.
ამ ეტაპზე არ ვასახელებთ მეორე დაღუპულის სახელსა და გვარს, რადგან ჯერჯერობით დადასტურებული არაა მისი ვინაობა და ოჯახის წევრებისთვისაც უცნობია. – წერს ქართველი მეომარი ვანო ნადირაძე