მთავარიUncategorized"შეურაცხმყოფელი განცხადებების" შემდეგ ბუჩაში მიწვევა "არარელევანტურია" - კობახიძე

“შეურაცხმყოფელი განცხადებების” შემდეგ ბუჩაში მიწვევა “არარელევანტურია” – კობახიძე

Published on

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ბუჩაში პარლამენტის სპიკერი, შალვა პაპუაშვილის მიწვევა “არარელევანტურია”. როგორც კობახიძე განმარტავს, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან “შეურაცხმყოფელი განცხადებები” ისმის.

“პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გამოხატა თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, არის სამწუხარო რეალობა, როდესაც ვისმენთ სამწუხაროდ სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რასაც აქვს თავისი მიზეზი, აქ დეტალებში აღარ შევალ. ამ ფონზე ასეთი მოწვევის გამოგზავნა არის არარელევანტური., ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ უკრაინის ხელისუფლება გათავისუფლდება იმ ადამიანებისგან, რომლებიც პრაქტიკულად უზრუნველყოფს იმას, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ჩვენი სახელმწიფოს მიმართ იდგმება არასწორი ნაბიჯები”, – ამბობს კობახიძე, რომელმაც 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულებს მემორიალთან პატივი მიაგო.

უკრაინის ქალაქ ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის საკუთარი თვალით სანახავად სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარები მიიწვიეს. როგორც უკრაინის საელჩოში განაცხადეს, მიწვევა გაუგზავნეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესაც. შალვა პაპუაშვილს კი უკრაინის მხრიდან სხვადასხვა საკითხის “განუმარტებლობის ფონზე” ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ მიაჩნია.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...