მთავარისიახლეებისააკაშვილს სახელმწიფო გადატრიალება უნდა, ზელენსკის, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა - ინაშვილი

სააკაშვილს სახელმწიფო გადატრიალება უნდა, ზელენსკის, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა – ინაშვილი

Published on

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი უკრაინაში ომის ფონზე რუსეთში გამართულ ვიზიტს ეხმაურება და ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს სახელმწიფო გადატრიალება უნდა, უკრაინის პრეზიდენტს კი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.

ინაშვილი ამტკიცებს, რომ მას უნდა საქართველო გადარჩეს. მისივე აზრით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სამშობლო საქართველოა და არა უკრაინა.

“ორი თვის წინ ვამბობდით, რომ ომი დაიწყება, არავის არ სჯეროდა. ვამბობდით: ნეიტრალიტეტზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ გადავრჩეთ, უკვე დღეს ზელენსკი იხვეწება ნეიტრალიტეტს. ახლა ვამბობ: უბედურება დატრიალდება, დაბომბვა, მსხვერპლი… მოსალოდნელია, რომ ომი პოლონეთში ან ბალტიისპირეთშიც გავრცელდეს და ჩვენ, ვიმეორებ, უნდა გადავრჩეთ.

ახლა რომ ბევრი, ვითომ დამცველი გამოუჩნდა უკრაინას, ყველა გაიქცევა და ჩვენ შევრჩებით. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი სამშობლო საქართველოა და არა უკრაინა და ჩვენ ომს უნდა ავცდეთ, რომელიც კარს მოგვადგა. კანცლერი შოლცი რუსებთან მუდმივად ლაპარაკობს და ეს ღალატი არ არის. მაკრონიც ლაპარაკობს და არც ესაა ღალატი. ზელენსკი ნეიტრალიტეტსაც იხვეწება და პუტინთან შეხვედრასაც და მოღალატე არ არის. ჩვენ რუს დეპუტატებს ვუთხარით, – ომი არ გვინდა, მშვიდობა გვინდა, მტრობა არ გვინდა, ნეიტრალიტეტი გვინდა და ეს ყოფილა ღალატი! ვის ან რას ვღალატობთ. უკრაინას ვღალატობთ? ვიმეორებ: შოლცი, მაკრონი, თვითონ ზელენსკი, ერდოღანი, სხვები ამ წუთებშიც ლაპარაკობენ რუსეთთან. მათთვის ეს შეიძლება. ჩვენთვის – არა?! მეტს გეტყვით, სააკაშვილმა ნეიტრალიტეტზე რომ დაიწყო ლაპარაკი, გმირად გამოაცხადეს. სააკაშვილი და კალაძე რომ ჩავიდნენ მოსკოვში და თქვან: მშვიდობა გვინდა, ტვ პირველიც და “იმედიც” გმირებად გამოაცხადებენ. ჩვენ კი, უბრალოდ გვლანძღავენ. რატომ? იმიტომ, რომ საზოგადოება უნდა დააბნიონ, შეაშინონ, საღი აზრი მოსპონ, საყოველთაო ფსიქოზი უნდა გამოიწვიონ და ამ ფსიქოლოგიური ტერორის პირობებში სააკაშვილს სახელმწიფო გადატრიალება უნდა, ზელენსკის კი – საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ამიტომაც ლაპარაკობს, რომ საქართველოდან რუსეთში ვითომ იარაღი შედის. ეს ყველაფერი უნდა გავიაზროთ, რომ ომს ავცდეთ. თორემ ესენი ისევ გაიქცევიან. ჩვენ კი, ისევ აქ დავრჩებით. აქ დავრჩებით და ჩვენს სამშობლოს დავიცავთ, რაც ბევრჯერ გაგვიკეთებია და კიდევ გავაკეთებთ”, – წერს ინაშვილი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღეა “პატრიოტთა ალიანსი” მოსკოვში შეხვედრებს მართავს.

სიახლეები

„ოცნებამ“ I მოსმენით რეპრესიულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ოლიგარქის ერთპარტიულმა და თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც გამოხატვის...

პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზები – ზურაბიშვილი EU-ს წევრი ქვეყნების დიპლომატებს და ოპოზიციას ხვდება

ოლიგარქის პარტიის მასობრივი რეპრესიები, ხალხზე ძალადობის სერია, დრაკონული კანონები, ციხეში გამოკეტილი ჟურნალისტები და პოლიტიკოსები...

მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და სხვა 52 პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას – რასა იუკნევიჩიენე

მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და სხვა 52 პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, - ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი,...

არალეგიტიმურ პარლამენტში ახალი ოპოზიციური გაერთიანება შეიქმნა

ივანიშვილმა არალეგიტიმურ პარლამენტში ახალი ოპოზიციური გაერთიანება შექმნა. ამიერიდან " ქართული ოცნების" ოპონენტი არალეგიტრიმურ საკანონმდებლო...